ქობულეთის საკრებულოს სხდომა

24 ნოემბერი 2021, 14:51 1013 ნახვა

ქობულეთის მერის მიერ წარდგენილი 2022 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პირველადი ვერსია შენიშვნების ფონზე განიხილეს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საბიუჯეტო ცვლილებებში მუნიციპალიტეტის აიპებში დასაქმებულთა ხელფასების გაზრდა და კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების გათვალისწინება მოითხოვეს.

მერმა განმარტა, რომ შესწორებულ ვერსიაში შენიშვნებს გაითვალისწინებენ და ბიუჯეტი მაქსიმალურად მოერგება ქობულეთელების საჭიროებებს.

2022 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 7 მილიონი ლარით იზრდება და 43 მილიონს შეადგენს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი