Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტები

19 ნოემბერი 2021, 11:48 551 ნახვა

საქართველომ მიიღო კოვიდ-19-ის სამკურნალო მედიკამენტების ახალი დოზები. ქვეყანაში ჩამოვიდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შეძენილი - „ტოცილიზუმაბის“ 2 000 და „რონაპრივის“ 500 დოზა.

აშშ-ის და ევროპის მარეგულირებლების მიერ ავტორიზებული მედიკამენტები კოვიდ-19-ის სამკურნალოდ გამოიყენება მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტებში.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტებს კოვიდ-კლინიკებში გაანაწილებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი