პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება გიორგი კვირიკაშვილის ხელმოწერით მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. თედო ჯაფარიძე საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იქნება.