მესამე სექტორის ნაწილის განცხადება 

13 იანვარი 2025, 17:13 86 ნახვა

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე, ბოლო პერიოდის დაკავებებზე, საჯარო სექტორში რეპრესიულ ქმედებებსა და პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების სამსახურებიდან გათავისუფლებაზე ისაუბრეს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მოქალაქეები სამსახურებიდან 20-მდე სახელმწიფო უწყებიდან გაათავისუფლეს, მისი თქმით, საჯარო მოხელეების სამსახურებიდან გათავისუფლება „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაპროტესტებას უკავშირდება.

10-11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე აქციებზე დაკავებული პირების სასამართლოს სხდომებზე ისაუბრა ეკა გიგაურმა. მისი განცხადებით, მოსამართლეები წინასწარ აფიქსირებდნენ საკუთარ პოზიციებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და მისი განცხადებით, ადვილი მისახვედრი იყო თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ისინი.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში