აქციაზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით "ძლიერი საქართველოს" წევრებმა ბრიფინგი გამართეს

13 იანვარი 2025, 11:38 110 ნახვა

11-12 იანვარს, აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან “ძლიერი საქართველოს"  წევრებმა ბრიფინგი გამართეს.

პარტიის წევრები ბათუმში მომხდარ დაკავებებზე პასუხისმგებლობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და მამამისს აკისრებენ. ირაკლი კუპრაძე ირწმუნება, რომ სამართალდამცავ უწყებებს დღეს აჭარაში თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე მართავს.

პარტიის წევრები დაკავებულების გათავისუფლებას და ხელახლა არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ. ირწმუნებიან, რომ აქციის მონაწილეების დაკავება უკანონოდ და მიზანმიმართულად მოხდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში