Amnesty International-ის განცხადება

14 იანვარი 2025, 11:05 98 ნახვა

ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა, ვინც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააკავეს. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული. 

„საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა პირი, რომლებიც დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო და ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება პოლიციის მიერ ძალის უკანონო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი აცხადებს, რომ საქართველოში მიღებული დრაკონული კანონმდებლობა მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად გამოყენებას და ადამიანის უფლებების რეპრესიების შემაშფოთებელ ესკალაციას წარმოადგენს.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს რეპრესიები, უზრუნველყოს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის და მშვიდობიანი პროტესტის უფლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში