არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს განცხადება

15 იანვარი 2025, 10:51 149 ნახვა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს.  

შეგახსნებთ, 2 დღის წინ აბუ დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში