გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ

15 იანვარი 2025, 03:22 352 ნახვა

გავრცელებული ინფორმაციით, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარეს, ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გიორგი გახარიაზე ფიზიკჯრი ანგარიშსწორების ფაქტს ადასტურებს პარტიის პრესსამსახური.

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს. გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსის, ჯუმბერ ბოლქვაძის ინფორმაციით, გახარიას დაზიანებები სახის არეში ჰქონდა მიყენებული. კერძოდ კი, ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა.   

ექიმის შეფასებით, "გახარია საქართველოსთვის" პარტიის ლიდერის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. მან კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა და თბილისში გაემგზავრა. 

“გვაქვს ინფორმაცია, რომ უკვე დიდი შანსი არის რომ კამერების ჩანაწერები გააქრონ, ამიტომ, შესაბამის სამსახურებს მივმართავთ, რომ უზრუნველყონ ყველა იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც აუცილებელი არის გამოძიებისთვის. კამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით უკვე დაწყებული არის სპეცოპერაცია, რომ როგორმე დაიმალოს ეს ჩანაწერები” , - აცხადებს ყოფილი პრემიერის თანაგუნდელი აკაკი გვიანიძე.

გახარიას თანაგუნდელებისთვის თავდასხმის მოტივი უცნობია, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ანგარიშსწორება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. მათი თქმით, ოპოზიციონერობა ამ ქვეყანაში საშიში გახდა. 

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას "ქართული ოცნების" დეპუტატები დაესხნენ თავს. 

ამავე სასტუმროში, გიორგი გახარიას გარდა, თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. ფაქტს მედიასთან, თავად ჟურნალისტი ადასტურებს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში