“სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების” გამოფენა

09 დეკემბერი 2016, 00:00 4909 ნახვა

ბათუმი   “სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების” გამოფენას   მასპინძლობს . მასში  7 ქვეყნის 45 კომპანია მონაწილეობს. დამთვალიერებელს და დაინტერესებულ პირებს  ქართული და უცხოური კომპანიები სამშენებლო პროდუქციას, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობენ. გამოფენა სამი დღე გაგრძელდება. იგი მონაწილეებიისთვის  ახალი ბაზრების მოძიებასთან ერთად ბიზნეს პარტნიორების მოძიების საშუალებაცაა. ორგანიზატორების განცხადებით,  გამოფენის მთავარი მიზანი რეგიონის ბაზარზე ახალი პროდუქციის შემოტანა და ბიზნესის განვითარების  ხელშეწყობაა. “სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების” გამოფენა  ბათუმში  მეექვსედ ტარდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი