''შენი იდეა ბათუმს“

13 ნოემბერი 2021, 12:13 802 ნახვა

''შენი იდეა ბათუმს’’ - მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის ეგიდით  საბოლოო,    ხმის მიცემის ეტაპზე  40-მდე   პროექტი   გადავიდა. საბჭოს მიერ შერჩეული იდეები სპეციალურ პლატფორმაზე განთავსდება და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მათთვის სასურველ პროექტს მხარი დაუჭირონ, სწორედ ასე გამოვლინდება გამარჯვებული პროექტები.     

ელექტრონული კენჭისყრა ორშაბათიდან დაიწყება და პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება. შერჩეული პროექტები ბათუმის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში მილიონი ლარია გათვალისწინებული.  წელს  მონაწილეობითი პროექტის ფარგლებში 70-მეტი იდეა დარეგისტრირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში