ქედის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

21 თებერვალი 2025, 15:38 228 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები - ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.

"გაწმენდითი სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, მოადგილე იმედა ვასაძესთან და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენის ქედის განყოფილების უფროსთან გოჩა ბერიძესთან ერთად მოინახულა.

სამუშაოებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 15 ერთეული სპეცტექნიკა და ქედის კომუნალურსერვისის 2 ერთეული ტექნიკაა ჩართული.

ამ ეტაპისთვის, მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები, ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები თავისუფალია და მოძრაობა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში