თოვლი ბათუმში

21 თებერვალი 2025, 19:52 246 ნახვა

ბათუმში ისევ თოვს, უხვი ნალექისგან საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და როგორც ბათუმის ვიცე მერი ნუკრი დეკანაძე აცხადებს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით უხვმა ნალექმა დააზიანა 50 მდე მწვანე ნარგავი , ასევე რამდენიმე მისამართზე , საუბარია შემოერთებულ ტერიტორიაზე დღის განმავლობაში შეფერხებით მიეწოდებოდა რამდენიმე აბონენტს ელექტროენერგია.
ხოლო ამ დროის მონაცემებით ბათუმში მცხოვრებლებს ელექტროენერგია სრულად მოეწოდებათ . ბათუმის მერია და შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 40 ერთეული მძიმე ტექნიკა , ხოლო გზებს თოვლისგან გამწვანების სამსახურის 70 მდე თანამშრომელი ასუფთავებს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში