მეორე დღეა ინტენსიურად თოვს ბათუმში. ქალაქის მერის ინფორმაციით, თვითმმართველობის ყველა სამსახური ბოლო ორი დღეა საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, 40 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს ქალაქის მასშტაბით და მიმდინარეობს თოვლის საფარისაგან გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ჩიქოვანის ინფორმაციით, უხვ ნალექს ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით ხელი არ შეუშლია და ცალკეული შემთხვევები მალევე გამოსწორდა.
მისივე ინფორმაციით ხეებს თოვლისგან გამწვანების სამსახურის თანამშრომლები წმენდენ. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროცესს, ბათუმის სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობდა.
დაბალი იყო მოსწავლეების სწრებადობა. სინოპტიკოსების პროგნოზით ზღვისპირა ქალაქში თოვა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.