გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, კლიმატის ცვლილების სფეროში მომუშავე ექპერტებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად, ქალაქ მარაკეშში გამართულ მოლაპარაკებებში, საქართველოს დელეგაციის პოზიციები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილების მიმდინარე პროექტზეც იმსჯელეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა მწვანე კლიმატის ფონდში მიმდინარე პროცესებზე ანგარაში წარადგინეს.