ორდღიანი ტურნირი კალათბურთში დასრულდა. შეჯიბრება მოსწავლეთა შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში 4 ეტაპად მიმდინარეობდა და მასში 6-ვე მუნიციპალიტეტის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დასკვნით მატჩში ბათუმის იუნიორთა ნაკრებმა ხულოს მუნიციპალიტეტის გუნდს 84:47 სძლია. გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.