არასრულწლოვანთა ვაქცინაცია და მესამე, დამატებითი ბუსტერ დოზები. ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებსაც ამ წუთებში იმუნიზაციის საბჭოს წევრები განიხილავენ. შევა თუ არა რაიმე სახის ცვლილება ვაქცინაციის გეგმაში სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
დღეს ისევ დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში მხოლოდ 7 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა.
ქვეყანაში კოვიდ კიდევ 2 228 პირს დაუდასტურდა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა. მათ შორის 2 აჭარაში.