ხელვაჩაურში სტიქიის ზონაში სამ ოჯახს საცხოვრებელი სახლები დაატოვებინეს 

24 სექტემბერი 2021, 13:33 2498 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად ახალი მეწყრული პროცესები გააქტიურდა ხელვაჩაურში, რის გამოც სამი ოჯახის განსახლება გახდა საჭირო. ბრუნჯაძეებსა და როდინაძეებს სახლები უსაფრთხოების გამო დაატოვებიეს.

ჩამოწოლილმა მიწის მასამ სახლის ნაწილი დაანგრია.

ხელვაჩაურში 30-მდე მეწყრული კერაა. ტერიტორიებს გეოლოგები სწავლობენ. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ზარალის ოდენობა. 

დღეს,  კახაბრის დასახლებაშიც რამდენიმე სახლი დაიტბორა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი