ახლად არჩეულ მინისტრთა კაბინეტს საპარლამენტო უმცირესობა აკრიტიკებს. გარდა სამთვრობო პროგრამისა “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მინისტრებს კომპეტენციას უწუნებენ. კანონმდებლები ეკონომიკურ პრობლემებზე, მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებსა და ფარული მმართველობის პრობლემებზე საუბრობენ. მმართველი გუნდში მიაჩნიათ, რომ მხარი ევროპული ტიპის პრემიერსა და მთავრობას დაუჭირეს. საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, საკანონმდებლო პროცესით ახალ მინისტრთა კაბინეტს, მაქსიმალურად უნდა დაეხმარონ, გამოწვევების დაძლევასა და მიზნების შესრულებაში.