გიორგი კირთაძემ წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა

13 იანვარი 2025, 00:51 132 ნახვა

გიორგი კირთაძემ წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. როგორც იგი აცხადებს, დაკავებული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წესით და იზოლატორი ხელწერილის საფუძველზე დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარიაც.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები 12 იანვარს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.

კირთაძესა და ხოშტარიასთან ერთად, ლუკა ნაცვლიშვილი, ელიზბარ ჩხიკვაძე, შუშანა მაცაბერიძე, ლევან ხორავა და გურამ მურვანიძეც დააკავეს.

დაკავებებს წინ პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

ხმაური აქტივისტების მიერ, გაფიცვის მოწოდების სტიკერების გაკვრის მცდელობას მოჰყვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში