ამ რამდენიმეწამიანმა დიალოგმა ალბათ ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად ქვეყნის სამსახური - შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიას პოლიციელთან საუბარზე

12 იანვარი 2025, 18:22 147 ნახვა

ამ რამდენიმე წამიანმა დიალოგმა ალბათ ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად – ქვეყნის სამსახური, – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიას და სამართალდამცველს შორის დიალოგს ეხმაურება.

ვიდეოში რომელსაც პაპუაშვილი გამოეხმაურა, "დროას" ლიდერი პოლიციელს მიმართავს, რომ „კანონი მას ეუბნება, ემსახუროს ევროპას“. პოლიციელი კი აღნიშნავს: „მე უნდა ვემსახურო ჩემს ქვეყანას“.

„ამ რამდენიმეწამიანმა დიალოგმა ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად – ქვეყნის სამსახური. სინამდვილეში ხომ ეს არის, რაზეც ჩვენ და ეს მარგინალები ვერ ვთანხმდებით“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ელენე ხოშტარის მიერ, პოლიციის მანქანაქზე სტიკერის დაკვრის მცდელობას მოჰყვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში