საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა.
ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები 11-12 იანვარს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
გუშინ, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 12 პირი დააკავეს, მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ადმინისტრაციული წესით დაკავებული რვა პირი პატიმრობაში რჩება. ხოლო ერთს, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულ გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს, რომელიც ხელმეორედ დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.