პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრებმა 11-12 იანვარს ბათუმში, აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით ბრიფინგი გამართეს. პარტიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეების დაკავება უკანონოდ მოხდა.
მათივე განცხადებით, მსგავსი უკანონო დაკავებები ვერ დააგდებს საზოგადოებაში არსებულ მუხტს, პირიქით აქციაზე გამომსვლელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნება" ამ გზით მოქალაქეების დაშინებას ცდილობს.