უკრაინელი სამხედროები რეაბილიტაციის კურსს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან. დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები რეაბილიტაციის კურსის გასავლელად წეროვანში მდებარე მარო მაყაშვილის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრში გაემგზავრნენ, სადაც ფიზიკური, ფსიქოლოგიური და რეკრეაციული რეაბილიტაციის ორ კვირიან კურსს გაივლიან.
უკრაინელი დაშავებული სამხედროების საქართველოში ვიზიტი 2015 წლის 28 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება