აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში დიდთოვლობის გამო შექმნილ ვითარებასა და შესაბამის სამუშაოებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, მთავრობის ამოცანაა, რომ ყველა სამსახურმა იმუშაოს გამართულად, რომ არც ერთი მოქალაქე, არც ერთი ოჯახი არ დარჩეს შესაბამისი ყურადღების გარეშე.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა სამსახურმა იმუშაოს გამართულად და არც ერთი მოქალაქე, არც ერთი ოჯახი არ დაგვრჩეს შესაბამისი ყურადღებისა და მზრუნველობის გარეშე.
დამატებითი სპეცტექნიკა მუშაობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. იქ ნაკლებია ელექტრო მომარაგების პრობლემები, თუმცა გამოწვევად რჩება გადაადგილება. გზების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მთავარი ამოცანაა, რომ ხვალისთვის ბათუმში ტრანსპორტი აღდგეს და სასწავლო პროცესი დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას. რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს უკვე შემდგომ დღეებში შესაძლებელი იქნება, რომ იქაც პროცესი თანმიმდევრულად აღდგეს.
ბათუმში ყველა ძირითადი მომსახურების მიწოდება მაცხოვრებლებისთვის შეუფერხებლად ხდება. ეს ეხება, როგორც ელექტრომომარაგებას, ასევე გაზმომარაგებასა და წყალმომარაგებას. გუშინ იყო გარკვეული პრობლემები, თუმცა, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად და ეფექტურად იმუშავეს და წყალმომარაგება სრულად აღდგენილია",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.