უწყვეტი საპროტესტო აქციების 81-ე დღე და სამძიმარი დაღუპული არასრულწლოვნების ხსოვნის პატივსაგებად. ბათუმში ე.წ. “ოცნების ქალაქში“ დაღუპულების ოჯახებს აქციაზე მყოფებმა მიუსამძიმრეს და მათი შეკრების ადგილზე მთავრობის სახლის წინ, სიმბოლურად, სათამაშოები და ყვავილები მიიტანეს.
აქციის მონაწილეებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით „ეს რომ შენი შვილი იყოს“. საპროტესტო აქციების მონაწილეები აქცენტს სახელმწიფოს ვალდებულებაზე აკეთებენ თუ როგორ უნდა დაიცვას მოქალაქეები, ბავშვები საფრთხისგან და მსგავსი ტრაგედიებისგან.
უწყვეტი საპროტესტო აქციების ძირითადი მოთხოვნები კი უცვლელი რჩება - ესაა ხელახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება.
მათ შორის მზია ამაღლობელის და თემურ ქათამაძის, რომლებიც შიმშილობენ.
ბათუმელების დამფუძნებელი უკვე 37 დღეა შიმშილობს, იგი კლინიკა ვივამედშია მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ.