ბათუმში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდითი ღონისძიებები - არჩილ ჩიქოვანი

22 თებერვალი 2025, 10:05 366 ნახვა

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, ქალაქში, თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდითი ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც მერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამუშაოებში ჩართულია 40 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკა, ამავდროულად, მობილიზებულია მუნიციპალური სამსახურების 500-მდე თანამშრომელი.

"ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდითი ღონისძიებები.

 

სამუშაოებში ჩართულია 40 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკა, ამავდროულად მობილიზებულია მუნიციპალური სამსახურების 500-მდე თანამშრომელი.

 

მნიშვნელოვანია, რომ როგორც მაგისტრალურ, ასევე, შიდა საუბნო გზებზე, მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

 

შეზღუდვები გვაქვს ენერგომომარაგებაში, რაზედაც შესაბამისმა კომპანიებმა განცხადებები გაავრცელეს და აბონენტები გაფრთხილებულები არიან.

 

მომდევნო დღეების განმავლობაში, შენარჩუნდება უამინდობა. განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს ზღვისპირა ზოლი, სადაც გამოცხადებულია საშტორმო სიტუაცია, ხოლო 23-25 თებერვალს მოსალოდნელია ძლიერი ქარი.

 

მოვუწოდებ ჩვენს თანაქალაქელებს, ავტოსატრანსპორტო გადაადგილებისას ისარგებლონ შესაბამისი სეზონისთვის დასაშვები საბურავებით და რაც მთავარია, განვითარებული ლიპყინულიდან გამომდინარე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით", - ნათქვამია ბათუმის მერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში