საპროტესტო აქცია

19 თებერვალი 2025, 10:04 187 ნახვა

უწყვეტი პროტესტის ფარგლებში აქციები გრძელდება. თბილისის პარალელურად ბათუმში აქციის მონაწილეებმა კოსტიუმირებული პერფომანსი მოაწყვეს და ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე რუსულად მიულოცეს. 

შეკრებილების მთავარი მოთხოვნა უცვლელია. დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები და დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც აქციის მონაწილეებზე და ჟურნალისტებზე იძალადეს.

საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ აქციები 83 დღეა მიმდინარეობს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში