დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემებითა და რეგიონში მიმდინარე სამუშაოების შეფასებით დაიწყო რიგგარეშე სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში. განცხადებები გააკეთეს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა.
ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მისი ინფორმაციით, რეგიონის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი თანხები და ასევე მთავრობის სარეზერვო ფონდიც გაზრდილია, შესაბამისად, საჭიროებისამებრ თანხები მოხმარდება დიდთოვლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას და ცვლილებები მიმდინარე წლის ბიუჯეტში შევიდა.