მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა

03 ივნისი 2021, 10:07 1027 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს ხვდება. ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრს მთავრობის ადმინისტრაციაში მასპინძლობს.

შეხვედრის დაწყებამდე გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი.

შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.

დენის შმიგალი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი