მერიის შენობაში ჭერის ჩამონგრევის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები არ დაწყებულა

09 მარტი 2021, 15:24 1028 ნახვა

ამ დრომდე ვერ ახერხებენ სამუშაო მოვალეობის შესრულებას ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები საკუთარ კაბინეტში, მიზეზი ოთახში ჭერის ჩამონგრევაა. მერიის პრესამსახურმა დაპირების მიუხედავად, დაზიანებული კაბინეტის გადაღების უფლება არ მოგვცა. ქობულეთის მერის მოადგილე აცხადებს, რომ მათ უკვე მიმართეს სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს, რომ გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე მოხდეს სახელმწიფო შესყიდვები და ჭერის აღდგენითი სამუშაოები დროულად დაიწყოს, რისთვისაც  თანხა მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი