"ძალიან მალე სოფელ კალოთას ახალი სკოლა ექნება" - თორნიკე რიჟვაძე 

15 თებერვალი 2021, 22:36 5599 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთაში, სადაც ცოტახნის წინ სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩავიდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

"მეხანძრე-მაშველები ახლაც აგრძელებენ ხანძრის ლიკვიდაციას. დაიწვა საჯარო სკოლა სოფელ კალოთაში. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობდა. გაიცა შესაბამისი დავალება, რომ უახლოეს დღეებში მოხდეს პროექტირება და ძალიან მალე ამ სოფელს ექნება ახალი სკოლა. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო პროცესში არ გვქონდეს შეფერხება. განათლების სამინისტრო და რესურს ცენტრი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მოსწავლეებს არ შეექმნათ შეფერხება უწყვეტი განათლების კუთხით" - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი