ინტენსიური თოვის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, მაღალი ზონის რამდენიმე სოფელში საგზაო მოძრაობა ამ დრომდე გართულებულია.
თოვლის საფარის გამო დაგვა და დაგვის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი მაღალი ზონის სოფლები, ასევე ზედა კვირიკე, ზენითი, ხალა, ზედა აჭყვა და გორგაძეების მიმართულებით გადაადგილების პრობლება იქმნება.
ამ დროისთვის მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის საფარმა 40-50 სანტიმეტრამდე მიაღწია. აჭარის საგზაო დეპარტამენტის, ქობულეთის განყოფილების უფროსი, ერეკლე კახიძე ამბობს, რომ გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია ხუთი ერთეული ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენისური მუშაობა. შესაძლოა უხვმა ნალექმა უფრო მოიმატოს და დილამდე კიდევ დამატებითი პრობლემები შექმნას ჭახათი-აჭყვისთავის მიმართულებით და ხვალ დილისთვის უფრო გართულდეს მოძრაობა.