ჩაქვში მეწყერი ჩამოწვა 

19 იანვარი 2021, 14:10 1810 ნახვა

დაბა ჩაქვში, სოფლის შიდა საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. მთის ფერდიდან ჩამოწოლილმა მიწის მასამ, მოძრაობა შეაფერხა. 

ამ დროისათვის, შემთხვევის ადგილზე, მძიმე ტექნიკა მუშაობს და გზის სავალი ნაწილის გაწმენდა მიმდინარეობს.

ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა სხვა ლოკაციებზეც. სოფელ ჩაქვისთავის მიმართულებითაც მოძრაობა შეზღუდულია. აქ თოვლის საფარი 40-სანტიმეტრს აღწევს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.

"დღის ბოლომდე მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, ამიტომ მობილიზებულია ბალანსზე არსებული 10-მდე მძიმე ტექნიკა და ასევე საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი ტექნიკის დაქირავებაც. ამ ეტაპზე სოფელ ჩაქვისთავის მონაკვეთი რჩება კვლავ კრიტიკულ მონაკვეთად. თოვლის საფარს და მცირე ზომის მეწყერს მოსახლეობისთვის საფრთხე არ მიუყენებია'' - განაცხადა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ქობულეთის განყოფილების უფროსმა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში