აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარაში მობილიზებულია ყველა ტიპის 600-ზე მეტი საწოლი, რომელიც საჭიროებისამებრ გამოყენებულია აღნიშნული პირების სამედიცინო მომსახურებისათვის.
დამატებით მოხდა 20 რეანიმაციული საწოლის მობილიზება რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. ჯამში, რეგიონში 45 ინტენსიური თერაპიის პალატა აქვს.