გირჩი - უკმაყოფილო პაციენტების დასაცავად

20 სექტემბერი 2020, 18:29 1444 ნახვა

კიდევ ერთი უკმაყოფილო კოვიდ ინფიცირებულის შესახებ. პოლიტიკური გაერთანება ,, გირჩის’’ ბათუმის ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართა. ლალი ანთიძემ, ბათუმის სამშობიარო სახლში  კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის პრეტენზიებზე  ისაუბრა. მისი თქმით, 34 წლის ქალს 10  სექტემბერს დაუდასტურდა  ვირუსი.მისი მტკიცებით პაციენტი  მოტყუებით სამშობიარო სახლში  გადაიყვანეს. პაციენტი ევჭქვეშ  აყენებს პირველი ტესტის პასუხს, რადგან ამბობს, რომ მას არანაირი სიმპტომი არ აქვს. პაციენტი ჩვენთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ 2 დღეა განმერებითი ტესტის პასუხის მოლოდინშია. ბათუმის სამშობიარო სახლში ოფიციალური კომენტარსი გაკეთება არ ისურვეს. თუმცა განმარტეს , რომ ტესტის პასუხს 48 საათი სჭირდება. პაციენტის პრეტენზიებს აქ არ იზიარებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი