წითელი ჯვრის აქციის ფარგლებში 60-მდე შშმ პირს სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა. ამანათები საოჯახო ტიპის საცხოვრისების ყველა ბენეფიციარისთვის გამოიყო. წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ორგანიზაციის „ხელი ხელს" საოჯახო ტიპის საცხოვრისში არსებულ სიტუაციასაც გაეცნო.