საქართველოს რეგიონალური ლიგის ბ ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ხელვაჩაურის „მაჭახელამ“ შინ მარტვილის მერანი 2 ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი დავით ოქროპირიძემ გაიტანა.
მაჭახელა ჯგუფის ლიდერის პოზიციას, სამგურალ 2-თან, სალხინოსთან და შუქურა 2-თან ერთად იყოფს. მომდევნო შეხვედრას ხელვაჩაურის გუნდი, ოზურგეთის გუნდის წინააღმდეგ საკუთარ კედლებში 3 სექტემბერს გამართავს.