საპროტესტო აქცია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ

16 აგვისტო 2020, 20:09 1900 ნახვა

„ნუ დანაღმავთ ქალაქს“- ამ სლოგანით  გააპროტესტეს დღეს ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა საინიციატივო ჯგუფის  „ქიმიური შეტევა ბათუმზე“ და  „მწვანე მომავალი საქართველოსთვის “წევრებმა. აქციის მონაწილეებს სამი  მთავარი მოთხოვნა აქვთ - გადასაზიდი   ნივთიერებების  ჩამონათვალიდან ამოიღონ ამონიუმის ნიტრატი და კარბამიდი, ასევე   პროექტი დაბრუნდეს საკრებულოში და  ექსპერტების ჩართულობით განიხილონ და  მომზადდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი.

აქციის მონაწილეების განცხადებით  მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში   ბათუმის მოსახლეობა  საფრთხის წინაშე დადგება. ჯერჯერობით აჭარის საჯარო უწყებებში თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი