27 წლის ახალგაზრდა, რომელიც საკარანტინო სივრცეში ჰყოფნის დროს, მე-4 სართულიდან გადმოხტა ამ დრომდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე რჩება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 10-მდე პირი გამოკითხა.უწყების განცხადებით ახალგაზრდა საკარანტინო სივრცეში აგრესიულად იქცეოდა, უნებართვოდ გამოვიდა დროებითი საცხოვრებელი ოთახიდან დააზიანა სასტუმროს კუთვნილი ინვენტარი და დაარღვია საკარანტინო წესები.
დაშავებული ახალგაზრდა კაცის მეუღლე სასტუმროს ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მის მეუღლეს არანაირი ფსიქოლოგიურ პრობლემები არ ჰქონია, ითხოვს, რომ გამოძიებამ დაადგინოს მომხდარის ზუსტი დეტალები.მოქალაქე 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის თანმხლებ პირთან ერთად საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში გადაიყვანეს.