ბათუმში ორბელიანის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქუჩის ორივე მხარეს მოეწყო სანიაღვრე სისტემა და საფეხმავლო ბილიკი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. პროექტის სრული ღირებულება 4 მილიონ 721 ათასი ლარია.