კორონავირუსისი ეპიცენტრმა გარდაბანში გადაინაცვლა, სოფელ ყარაჯალარში, მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს, ძალოვანი უწყებები კი ბლოკპოსტებს აკონტროლებენ. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 1137 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, აქედან 922 უკვე გამოჯანმრთელდა. კოვიდ-ის მზარდ სტატისტიკას უცხოეთიდან შემოსულ მოქალაქეთა რიცხვის მატებასაც უკავშირებენ. საკარანტინე ზონიდანაა ის პაციენტი, რომელსაც კოვიდ-19 ბათუმში დღეს დაუდგინდა.თუმცა მედიკოსები თვლიან რომ სიტუაცია მართვადია