რა იწვევს ტყვიის შემცველობის მატებას ბავშვებში? კონკრეტული გარემოებების დადგენა ამიერიდან სპეციალური აპარატის საშუალებით იქნება შესაძლებელი, რომელიც საქართველოს აშშ-სგან გადმოეცა. პრობლემის შესახებ წინა გამოშვებებში არაერთხელ მოგიყევით, კვლევის თანახმად, 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში ტყვიის შემცველობა ზედმეტია. მედიკოსები თვლიან, რომ იგი 5 მიკროგრამ/დეცილიტრზე მეტს არ უნდა აღემატებოდეს. ამ მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა აჭარაში, რადგან ტყვიის შემცველობა ნორმაზე 16-ჯერ მეტია. 15-ჯერ მეტი გურიაში, დედაქალაქში კი 30 მიკროგრამს უდრის.