ხულოში, დიდაჭარას მთაში სახლს ცეცხლი გაუჩნდა

24 ივნისი 2020, 11:08 2207 ნახვა

ხანძარი იყო ხულოს ერთ-ერთ იალაღზე. დიდაჭარას მთაში სანდრო ხოზრევანიძის სახლს ცეცხლი დღეს დილით გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საზაფხულო სახლში მხოლოდ მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი შეშის ღუმელი გახდა. მეზობლების დახმარებით ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.

შსს-მ გამოძიება 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

 

ფოტო: არქივი

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი