თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გზის კმ1-კმ124 (წყალტუბოს გადასახვევი-მელე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.