სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ დასრულდა, რომელმაც 2 დღის განმავლობაში ბათუმში ევროპის მოედანზე უცხოელ ტურისტებსა და ადგილობრივებს უმასპინძლა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში ემოგზაურათ, გაცნობოდნენ აჭარულ ტრადიციებს და დაეგემოვნებინათ ადგილობრივი კერძები.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების ორგანიზებით გამართული ღონისძიების მასშტაბი გასულ წელთან შედარებით გაზრდილი იყო. ჯამში კულინარიული და რეწვის ოსტატების რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა.