სასტუმრო “ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა. 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე იყო. ცხრამეტმა პირმა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა საქმეზე სასტუმროს ორი თანამშრომელი დააკავეს.