„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იწყება

22 ნოემბერი 2024, 17:18 167 ნახვა

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ტბელ აბუსერიძის ქუჩის #23-ში ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იწყება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

„კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი, 35 ოჯახი ავარიული საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, სრულიად ახალ, თანამედროვე, კეთილმოწყობილ და უსაფრო გარემოში განაგრძობს ცხოვრებას.

სწორედ ეს იყო სულისკვეთება და მიზანი საკანონმდებლო ცვლილებებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამისა - „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“.

ამ მრავალკომპონენტიანი პროგრამის განხორციელებისათვის მინდა მადლობა გადავუხადო როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უშუალო ჩართულობისათვის, ასევე საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს მხარდაჭერისათვის.

პროგრამის შემდგომი განვითარება მოგვცემს საშუალებას, ბათუმში მცხოვრებ 3000 ოჯახს შევუქმნათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრისი. დაახლოებით 1500-ამდე ოჯახის პრობლემა უკვე მოგვარდა, რაც შესრულებული სამუშაოს ნახევარია.

მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია „მეტროპოლს“, რომელიც აქტიურად ჩაერთო პროგრამის განხორციელების პრაქტიკულად პირველივე ეტაპზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო და დღეს უკვე შეგვიძლია მოგილოცოთ პროექტის დაწყება, რომელიც დარწმუნებული ვარ, მოკლე ვადებში დასრულდება.

მსგავსი გადაწყვეტილებები ასევე მნიშვნელოვანია ქალაქის იერსახისა და ეკონომიკური აქტივობების გაუმჯობესების ნაწილში. კერძო სექტორის ჩართულობით გავდივართ შესაბამის პროცედურებს და ჩვენ შევძლებთ, უახლოეს ორ წელიწადში, ბათუმში აღარ გვყავდეს ავარიულ კორპუსებში მცხოვრები ოჯახები"- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი