საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულ ანდრია ფუტკარაძეს ბათუმში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად ანდრიას მეგობრები და პედაგოგები შეეგებნენ.
საზეიმოდ მიიღეს ასევე მშობლიურ სკოლაში, სადაც თანაკლასელებმა საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულს წარმატება მიულოცეს.
ანდრიას ფერადი ბუშტებითა და ბანერებით დახვდნენ საცხოვრებელ სახლთან მეგობრები, მეზობლები და ოჯახის წევრები.