პაციენტს, რომლიც საჩხერის კლინიკიდან საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, კორონავირუსი ისევ დაუდასტურდა. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება აჭარას, დილით ჩატარებული 18 ტესტის პასუხი უარყოფითია. 2 პაციენტი რჩება, კლინიკა „მედალფაში“ ერთ-ერთ მათგანს პირველადი ტესტის შემდეგ კორონავირუსი აღარ უფიქსირდება, თუმცა განმეორებითი ტესტირებისთვის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. საქართველოში დღეს, მხოლოდ 1 ახალი ინფიცირებული და 24 გამოჯანმრთელებულია.