ინფიცირების 850 ათასზე მეტი შემთხვევა და 42 ათასზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია COVID-19-ის ბოლო სტატისტიკა მსოფლიოში. შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში 865 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყანაში ერთ დღეში ყველაზე დიდი მაჩვენებელია. შტატებში ვირუსს საერთო ჯამში 3 ათას 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ამ მონაცემით ჩინეთს გადაუსწრო. სიტუაციის კიდევ უფრო გართულებაზე საუბრობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ კოროონავირუსს ამერიკაში შესაძლოა 100 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლოს.გარდაცვალების 800-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაში. ქვეყანაში საერთო ჯამში 12 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული და ინფიცირების 105 ათასზე მეტი ფაქტი ფიქსირდება.კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. ბოლო მონაცემებით, ვირუსს თურქეთში სულ 214, რუსეთში 17, აზერბაიჯანში 5 და სომხეთში 3 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიოში კორონავირუსისგან სულ 178 ათასზე მეტი პაციანტია გამოჯანმრთელებული.